გიორგი ვაშაძე გრიგოლ ვაშაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ დღევანდელ წარმატებულ კენჭისყრას, გრიგოლ ვაშაძეს კი თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს“.

"გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს ვულოცავ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევას. ვუსურვებ წარმატებას და გამარჯვებას, ერთიანი საქართველოს იდეისთვის ბრძოლაში!

ასევე, ვულოცავ "ნაცონალურ მოძრაობას" ამ მნიშვნელოვან დღეს და დღევანდელ წარმატებულ ყრილობას. დღეს გაერთიანებული ოპოზიცია იმაზე ძლიერია, ვიდრე იყო გუშინ, იმაზე ერთიანია, ვიდრე გუშინ!

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ჩვენ დავდექით ერთად და ჩავერთეთ ბრძოლაში, გვაქვს გამოსავლის კონკრეტული ფორმულა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ის გაჭირვება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით!

ჩვენი კარი ღიაა ყველა პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიისთვის. ერთად ჩვენ შევცვლით! ძალა ერთობაშია! ძალა ხალხშია!"- განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა