იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ოფიციალური მიღება მიმდინარეობს, მოგვიანებით კი, სალომე ზურაბიშვილი და იენს სტოლტენბერგი გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ.

იენს სტოლტენბერგს დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან.

ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

იენს სტოლტენბერგი საქართველოს 24 მარტს ეწვია, ვიზიტი დღეს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა