სალომე ზურაბიშვილი სტოლტენბერგს - თქვენი ვიზიტი ჩვენი მოსახლეობისთვის ნიშანია, რომ ის გზა, რომელზეც ვდგავართ, უალტერნატივო და უცვლელია

საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმის თუ რა გზაზე ვდგავართ, რომ ეს გზა არის უალტერნატივო, უცვლელი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარული და პატივია, რომ საქართველო თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მასპინძლობს ნატო-ს წვრთნებს ამ ქვეყანაში, რაც არის ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანი იმის, თუ რა დონეზეა ასული ჩვენი ურთიერთობები და რამდენად არის ნდობა ის რაც უკვე ახასიათებს ჩვენს ურთიერთობებს. საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმის თუ რა გზაზე ვდგავართ, რომ ეს გზა არის უალტერნატივო, უცვლელი. რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იქნება სამხედრო თუ პოლიტიკური რეფორმები იმისთვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის