იენს სტოლტენბერგი ჟურნალისტს - „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის საკითხზე ახლა არ ვისაუბრებ დეტალურად, ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოსადმი ამ მიმართულებით

"სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხზე ახლა არ ვისაუბრებ დეტალურად, - ასე უპასუხა იენს სტოლტენბერგმა ფინელი ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა რეალური შანსი საქართველო ნატო-ში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებამდე გაწევრიანდეს.

„ნატო-ს მოკავშირეებმა ცხადად ახსენეს, რომ საქართველო უცილობლად გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ჩვენი სტანდარტების დაკმაყოფილებაში, რეფორმების განხორციელებაში და იმაში, რომ საქართველო მზად იყოს ჩვენი ალიანსის წევრობისთვის. „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის საკითხზე ახლა არ ვისაუბრებ დეტალურად, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოსადმი ამ მიმართულებით", -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს