ქუთაისში თავისუფლების ქუჩის მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს

ქუთაისში თავისუფლების ქუჩის მეოთხე შესახვევის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები ქუჩაზე არსებულ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი თქმით, წლებია ამ მდგომარეობაში არიან, არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ.

„რამდენიმე წელია ამ მდგომარეობაში ვართ. წვიმიან ამინდში გზაზე გავლა შეუძლებელია. ცენტრალური ქუჩაა და როდემდე უნდა ვიყოთ ასე? მივმართეთ მერიას, თუმცა უშედეგოდ. ყოველ არჩევნებზე მოდიან და გვპირდებიან, მაგრამ მერე გვივიწყებენ. მოვითხოვთ, მერიამ პრობლემა დაუყოვნებლივ მოაგვაროს“, - აცხადებენ ადგილობრივები.

მათი თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციას მერიასთან გამართავენ.

მოსახლეობის აქციას პარტია „თავისუფალი საქართველო" შეუერთდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს