აშშ-ის კონსული - დღეს მხოლოდ ერთ რამეს ველოდებით - სამართლის აღსრულებას სმიტების ოჯახისთვის

დღეს მხოლოდ ერთ რამეს ველოდებით - სამართლის აღსრულებას სმიტების ოჯახისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის კონსულმა საქართველოში, ჯენეთ რებერმა ჟურნალისტებს გორის რაიონულ სასამართლოში განუცხადა.

კონსული ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესს ესწრება.

„ეს სამი მშვენიერი ადამიანია, რომელთაც სამყარო უყვარდათ და რომელთა სიცოცხლე ბოროტების საზარელი აქტით დასრულდა. ისინი ამერიკაში დაიბადნენ, მაგრამ თავიანთი არჩევანით ქართველები იყვნენ. მათ უყვარდათ ეს ქვეყანა. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის და საქართველოს მთავრობას, გამოძიების ჩატარებისთვის“, - განაცხადა რებერმა.

გორის რაიონულ სასამართლოში იმყოფებიან კობაურის ოჯახის წევრები. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა