გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი - საქართველო გადადის სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში

პარლამენტმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, იმისთვის, რომ თავისი რეგლამენტი დაეახლოვებინა კონსტიტუციის მოთხოვნებისთვის, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონიმ პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღების 100 დღისადმი მიძღვილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვიცით, საქართველო გადადის სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში და ამ შემთხვევაში პარლამენტი იღებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ქვეყნის მმართველობის აბსოლუტურად ყველა ეტაპზე. პარლამენტმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, იმისთვის რომ თავისი რეგლამენტი დაეახლოვებინა კონსტიტუციის მოთხოვნებისთვის. გაერო-ს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი მოხარულები იყვნენ, რომ შეუწყეს ხელი ამ პროცესის განხორციელებას. პირველი 100 დღის შეფასება ნამდვილად კრიტიკული მომენტია და მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ამ დროს ხდება იმის შეფასება რა მუშაობს და რა არ მუშაობს და სამომავლო განვითარების პერსპექტივას აძლევს პარლამენტს", - განაცხადა ლუიზა ვინტონიმ.

სასტუმრო “თბილისი რუმსში“ საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობასა და პირველადი შედეგებზე მსჯელობენ. პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეულ შედეგებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აჯამებენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს