თამარ ჩუგოშვილი - შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთლიანად პოლიტსაბჭომ მიიღო

შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთლიანად პოლიტსაბჭომ მიიღო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შერჩევის პროცესი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„იყო სხვადასხვა პირებზე საუბარი და დღეს პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის მთლიანად პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და პარტიის. რაც შეეხება კონკრეტულად ვინ შეარჩია, ბევრი ადამიანი იყო ამაში ჩართული, მთლიანად მენეჯმენტი პარტიის, რომელიც იცით, რომ ბევრი ადამიანისგან შედგება, მათ შორის მდივნებისგან, როგორც აღმასრულებელი, ასევე გენერალურისგან და ა.შ“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება შუალედურ არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატების შანსებს, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს თუ ვის დაუჭერს მხარს, თუმცა ის იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ძლიერ კონკურენციას გაუწევენ სხვა კანდიდატებს.

„ყველა წინა არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ძალიან მაღალი შანსები და ძალიან მაღალი მხარდაჭერა ჰქონდათ საზოგადოების მიერ. ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია, წარმოდგენილი კანდიდატებიდან ვის არის საუკეთესო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი კანდიდატები იქნებიან და ძლიერ კონკურენციას გაუწევენ ნებისმიერს“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს შუალედურ არჩევნებზე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. მმართველმა პარტიამ თბილისში მთაწმინდის ოლქში ცნობილი ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს