ზაქარია ქუცნაშვილი - ლადო კახაძის დამსახურება თბილისისა და მთაწმინდელების წინაშე იმდენად დიდია, რომ მასთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება

ლადო კახაძის დამსახურება თბილისისა და მთაწმინდელების წინაშე იმდენად დიდია, რომ მასთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.

ქუცნაშვილის თქმით, ლადო კახაძე ყოველთვის იყო თბილისის ინტერესების სადარაჯოზე.

“ლადო კახაძე იყო თბილისის პირველი საკრებულოს თავმჯდომარე და მისი დამსახურებაა, რომ ამ დროს შემუშავდა უხვი ნალექებისგან მთაწმინდის ფერდობის დაცვის პროგრამა. მთაწმინდის ფერდობის მიწისქვეშა კომუნიკაციების პირველი პროექტი მისი საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს გაკეთდა და ამ პროექტზე დაყრდნობით მოხდა ოპერისა და რუსთაველის თეატრების რეაბილიტაცია, რომელთა საძირკველი გამორეცხილი იყო. ის ძალიან ბევრ მთაწმინდელს და თბილისელს მოემსახურა უფასოდ, როგორც ექიმი და კონსულტანტი. ლადო კახაძე ყოველთვის იყო თბილისის ინტერესების სადარაჯოზე”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ლადო კახაძე მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა