ბათუმში ექიმებმა კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადეს, რომელმაც გარდაცვლილი ქალის ახლობლების აქციების შემდეგ უფლებამოსილება შეიჩერა

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე სხვადასხვა კლინიკის ექიმები შეიკრიბნენ და რეფერალური საავადმყოფოს ექიმს ეკა ფუტკარაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, რომელმაც პროფესიული საქმიანობა ორი დღის წინ შეიჩერა.

ექიმების განცხადებით, ეკა ფუტკარაძე ყოველგვარი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გულგრილობაში დაადანაშაულეს. ექიმებმა გარდაცვლილი გოგონას ახლობლების აქციების გაშუქების გამო, მედიასაშუალების მიმართაც გამოთქვეს პრეტენზიები და ტენდეციურობაში დასდეს ბრალი.

„ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ მედიის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, ნუ გააკეთებენ დასკვნებს, სანამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, ნუ დაარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, ექიმი იძულებული გახდა ზეწოლის გამო სამსახურზე უარი ეთქვა",- განაცხადა ექიმ-პროფესორმა რამაზ სურმანიძემ. შეგახსენებთ, რომ ბათუმში 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა რეფერალური საავადმყოფოს ექიმი ეკა ფუტკარაძე არასწორი დიაგნოზის დასმაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება არასწორმა დიაგნოზმა გამოიწვია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა