მთავრობის კანცელარიასთან აქციას  ქუთაისიდან სოცმუშაკები შეუერთდნენ

მთავრობის კანცელარიასთან სოციალური სამსახურის თანამშრომლების აქციას ქუთაისიდან გაფიცული სოცმუშაკები შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ სოც მუშაკებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ დავა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს, თუმცა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგო აღმოჩნდა. დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა მოთხოვნები, შესაბამისად სოც მუშაკებმა 25 მარტიდან გამოიყენეს კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლება. აქციები გაიმართა საქართველოს სხვა და სხვა რეგიონშიც, ბათუმში ქუთაისსა და კახეთში, მათი მოთხოვნები უცვლელია. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, კადრების დამატებას, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა