ეკა ბესელია - წითელ და მწვანე ღილაკებს რომ გაარჩევენ დეპუტატები, გადაწყვეტილებებს რომ მიიღებენ, უნდა იცოდნენ, რომ ყველა ამ გადაწყვეტილებას ახლავს მაღალი პასუხისმგებლობა

წითელ და მწვანე ღილაკებს რომ გაარჩევენ დეპუტატები, გააზრებულ გადაწყვეტილებებს რომ მიიღებენ, უნდა იცოდნენ, რომ ყველა ამ გადაწყვეტილებას ახლავს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსისთვის ყველაზე კარგი გამომცდელი ამომრჩეველია, რომელიც არჩევნებზე ან წითელს აჩვენებს, ან მწვანეს.

"წითელ და მწვანე ღილაკებს რომ გაარჩევენ დეპუტატები, აუცილებლად გააზრებულ გადაწყვეტილებებს რომ მიიღებენ, უნდა იცოდნენ, რომ ყველა ამ გადაწყვეტილებას ახლავს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ხალხის სახელით მოქმედებენ. თუ კარგად არ იქცევი და თუ არ მოსწონს ამომრჩეველს შენი საქმიანობა, აღარ აგირჩევს შემდეგ არჩევნებზე. ამიტომ პოლიტიკოსისთვის ყველაზე კარგი გამომცდელი და არბიტრი არის მისი ამომრჩეველი, რომელიც ოთხი წლის შემდეგ ან წითელს აჩვენებს, ან მწვანეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს