ანა დოლიძე სოცმუშაკების აქციას შეუერთდა

ანა დოლიძე მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე სოცმუშაკების აქციას შეუერთდა და სოლიდარობა გამოუცხადა გაფიცულებს.

"მე აქ მოვედი, რათა ვიყო სოლიდარული სოციალური სამსახურის მუშაკების მიმართ, პირველ რიგში, როგორც მშობელი და როგორც ადამიანი, რომელმაც პირადად ვნახე დასავლეთში, რომ სოციალური სამსახური არის ყველა ოჯახის მხარდამჭერი, ყველა პრობლემის დროს, კონფლიქტების შემთხვევაში, ბავშვთან პრობლემების დროს. პირველი, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პრობლემის მოგვარებაში ნორმალურ სახელმწიფოში, არის სოციალური სამსახური. ჩვენს სოცსამსახურს არ აქვს საშუალება, რომ ადამიანებს დაეხმაროს და პრობლემები გადაუჭრას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ, რომელიც აცხადებს, რომ მისი მთავარი ფასეულობა ადამიანია, გაიაზროს ამ სამსახურის მნიშვნელობა და მეტი ყურადღება მიაქციოს მას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა