გედევან ფოფხაძე არ გამორიცხავს, რომ სოციალური მუშაკების საკითხზე პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი დაიბარონ

კარგია ეს საყოველთაო ჯანდაცვა, მაგრამ სოციალურ ნაწილში ჩვენ გვაქვს სრული კატასტროფა,- ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოციალური მუშაკების პროტესტს. ფოფხაძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაიბარონ.

„"მოვილაპარაკებთ და ალბათ, ჯანდაცვის მინისტრს მივიწვევთ პარლამენტში. ყოველთვის ვსაუბრობთ წარმატებებზე ჯანდაცვის სფეროში და არ ვსაუბრობთ სოციალურ სფეროში წარუმატებლობაზე. ის, რომ სოცმუშაკები დღეს პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, ეს არის უკვე სისტემური პრობლემა. საჭიროა ჯანდაცვის მინისტრმა ამაზე პასუხი გაგვცეს. კარგია ეს საყოველთაო ჯანდაცვა და ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ სოციალურ ნაწილში ჩვენ გვაქვს სრული კატასტროფა. ჩვენ არც სოციალურ მუშაკებზე ვფიქრობთ და გარდა ამისა, ბაზაც ამორფული, არასისტემურია. რატომ ხდება ხალხის ხან ამოღება, ხან ჩასმა - ამ კითხვებზე ვერავინ პასუხს ვერ გაგცემთ. მე მგონია, სამინისტროს ეს ნაწილი აბსოლუტურად ჩავარდნილია და ჩვენ, ალბათ, ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან მძიმე საუბარი გვექნება,"- განაცხადა ფოფხაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა