მალხაზ კობაურის დედა - მე სამართალს ვერ ვიპოვი, სანამ ესენი მეფობენ.  ღმერთმა იცის,  რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის

მე სამართალს ვერ ვიპოვი, სანამ ესენი მეფობენ. ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის. ღმერთმა იცის, იქ რაც მოხდა, ღმერთი გასცემს ყველას საკადრის პასუხს, ჩემს შვილსაც და ყველას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ კობაურის დედამ მარიამ მარტიაშვილმა განუცხადა.

"ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ნაფიცმა მსაჯულებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ძალიან კარგად იცოდა პროკურატურამ, რაც ხდებოდა აქ, მაგრამ ამერიკას როგორ აწყენინებენ, აბა ქართველი ყოფილიყო და ის მოეკლათ. მე ყველაფერს მოველოდი ამათგან. რა უნდა ვთქვა, შოკში ვარ, სირცხვილი მართლა საქართველოს“, -განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.

მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: მალხაზ კობაურის დედის რეაქცია ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილებაზე

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო