სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურებაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა 27 მარტს გაიმართება

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურებაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა 27 მარტს, გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარე კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

„სახეზე გვაქვს საზარელი, უმძიმესი დანაშაული - სამი ადამიანის მკვლელობა, მათ შორის, 4 წლის ბავშვის. მოტივი - გაუპატიურება, ცალსახად გაუგონარი და შეუწყნარებელია. ბუნებრივია, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი, სამართლიანი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება და ჩვენ აუცილებლად, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარს დავუჭერთ უვადო თავისუფლების აღკვეთას“, -განაცხადა დათუკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც. მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება