სოფიო კილაძე - კოლექტიური „ლურჯი ვეშაპები“ და ასეთი უბედურებები არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის

კოლექტიური „ლურჯი ვეშაპები“ და ასეთი უბედურებები არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა.

კილაძის თქმით, ამაზე პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახს და სახელმწიფოს.

როგორც კილაძემ განმარტა, იქ, სადაც ამას ოჯახი ვერ უზრუნველყოფს, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, კონკრეტულად შესაბამისი ფილტრების დაყენებით და ტექნიკური საშუალებებით.

„ძლიერდება ბავშვის სოციალური მხარდაჭერა და ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მექანიზმები. ასევე, იქნება ბავშვის ინტერნეტიდან და მასმედიიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვის ქმედითი მექანიზმები. სამწუხაროდ, არაერთხელ გვინახავს მასმედიითაც, ინტერნეტითაც, ასევე ალბათ, თქვენს გარემოცვაშიც არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მივდივართ განსაკუთრებით ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეების კუთხით. კოლექტიური „ლურჯი ვეშაპები“ და ასეთი უბედურებები არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის განუსაზღვრელად და საერთოდ არ შეიძლება ეს ხელმისაწვდომი იყოს. ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახს და რა თქმა უნდა, შემდეგ სახელმწიფოს. იქ, სადაც ამას ოჯახი ვერ უზრუნველყოფს, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, კონკრეტულად შესაბამისი ფილტრების დაყენებით და ტექნიკური საშუალებებით. პასუხისმგებლობა არის ჩვენს მხარეზე“, - განაცხადა კილაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა