სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმში პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს

ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად ვარდების სკვერში კარავი გაშალეს და გაფიცვას აგრძელებენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, სისტემაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა დამატებას ითხოვენ. ასევე აცხადებენ, რომ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ და ქობულეთის ფილიალის უფროსმა თემურ ჭანტურიშვილმა თანამშრომლებზე ზეწოლა მოახდინეს და აქციის გამართვის შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ სამართალდამცავებს განცხადებით უკვე მიმართეს.

„ბრძოლას არ შევწყვეტთ და მოთხოვნები უცვლელი იქნება. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი მყავს, რომელიც ელოდება ჩემს კონსულტაციას. ასეთი ფაქტები ბევრია და ვერ ვეხმარებით ადამიანებს, ამის რესურსი არ გვაქვს. საკუთარი ჯიბიდან ვეხმარებოდით მოქალაქეებს",- აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სისტემაში ცვლილებების მიზნით მეორე დღეა აქციას მართავენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა