სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. სოცმუშაკები წერეთლის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მათი მოთხოვნები გააჟღერეს.

აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების და სერვისების გაუმჯობესებას და თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას მოითხოვენ.

„ჩვენი მიზანი არ არის გაფიცვა და ადამიანებისთვის პრობლემის შექმნა, ჩვენი მიზანია გამართული სერვისები და სათანადო პირობები, ამიტომ, მეორე დღეა ვაგრძელებთ პროტესტს, ვმართავთ აქციას. სოცმუშაკები არასათანადო პირობებში მუშაობენ და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მოთხოვნები შესრულდა, მცდარია. ასევე შეუძლებელია ერთ დღეში აყვანილ ადამიანებს შეეძლოთ ბენეფიციარების სათანადო მომსახურება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ისინი შექმნილი მდგომარეობის გამო ბენეფიციარებს ბოდიშს უხდიან. სოცმუშაკების თქმით, გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

სოცმუშაკების აქციას სახალხო დამცველის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტები შეუერთდნენ. იმერეთში 32 სოცმუშაკია. აქციის მონაწილეები გეგმავენ მსვლელობით მერიასთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მივიდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა