სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი - 28 წლის ქალის მკურნალობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, ექიმებს გამოვკითხავთ

დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მკურნალობაში ჩართულ ექიმებს გამოვკითხავთ, - ამის შესახებ სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსმა კახაბერ ხიპრაძემ ჟურნალისტებს ბათუმში, 28 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან და კლინიკა "მედცენტრიდან" 28 წლის მელანო ფუტკარაძის მკურნალობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღების პროცედურები მიმდინარეობს.

როგორც კახაბერ ხიპრაძემ განაცხადა, გარდაცვლილ მელანო ფუტკარაძის მიმართ გაწეულ სამედიცინო საქმიანობას პროფესიული განვითარების საბჭო შეაფასებს.

"აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მომართვის საფუძველზე, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ საქმის შესწავლა დაიწყო. დოკუმენტაციებს გავეცნობით და ამის შემდეგ დავიწყებთ ექიმებთან უშუალო გასაუბრებას. საბოლოო დასკვნისთვის დოკუმენტაციები სპეციალისტებს გადაეგზავნება და გაწეულ სამედიცინო მომსახურებას პროფესიული განვითარების საბჭო შეაფასებს", - განაცხადა კახაბერ ხიპრაძემ.

ბათუმში, 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები კლინიკა „მედცენტრსა" და „რეფერალურ საავადმყოფოში" დღეს შევიდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა