სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს ოფისის სოციალური მუშაკები მეორე დღეა გაფიცულები არიან

სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს ოფისის სოციალური მუშაკები მეორე დღეა გაფიცულები არიან.

„ვართ გაფიცულები თქვენი და ჩვენი უფლებების დასაცავად" , - ამ შინაარსის წარწერები სამხარეო სააგენტოში დილით მისული თანამშრომლების ნაწილს დახვდა.

„ბენეფიციარების მომართვიანობა ეს დღეები არ არის. ვცდილობთ, ამ ეტაპზე სიტუაციის კონტროლი არ დავკარგოთ და დახმარება გავუწიოთ ბენეფიციარებს“, - აცხადებს სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დალი მოსიაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, სოციალური მუშაკები მეორე დღეა გაფიცულები არიან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა