სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - უვადო პატიმრობას ველოდებით, თუმცა, მჯერა, რომ ეს დანაშაული მალხაზ კობაურს არ ჩაუდენია

ჩემი შეფასებით, როგორც რიგითი მოქალაქე, ვინც არ უნდა გააკეთოს მსგავსი ტიპის დანაშაული, ის უვადო პატიმრობას იმსახურებს, - ამის შესახებ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში განაცხადა.

კობაიძე მიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაული მძიმეა, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ქმედებაში მალხაზ კობაური უდანაშაულოა.

„პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ უვადო პატიმრობას ველოდებით. ჩემი შეფასებით, როგორც რიგითი მოქალაქე, ვინც არ უნდა ჩაიდინოს მსგავსი ტიპის დანაშაული, ის უვადო პატიმრობას იმსახურებს. თუმცა, მე მჯერა, რომ ეს დანაშაული მალხაზ კობაურს არ ჩაუდენია. მას საერთოდ სასჯელი არ ეკუთვნოდა“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.

მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება