აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ბათუმის სხვადასხვა კლინიკის ექიმების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ბათუმის სხვადასხვა კლინიკის ექიმების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა, რომლებიც რეფერალური საავადმყოფოს ექიმს, ეკა ფუტკარაძეს სოლიდარობას უცხადებენ.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, ექიმების პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ 28 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დააკავშირებით გამოძიების დასრულებამდე მედიასაშუალებებმა დასკვნები არ უნდა დადონ.

მინისტრის შეფასებით, ექიმმა ეკა ფუტკარაძემ გამოძიების დასრულებამდე პროფესიული უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება სწორად მიიღო.

„ექიმების მიმართვის ტექსტს არ ვიცნობ, თუმცა მედიასაშუალებებს ვთხოვ, რომ დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, ვიდრე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, რადგან არ იყოს რომელიმე მხარე დადანაშაულებული. გადაწყვეტილების შემდგომ ასეთ თემაზე საუბარი უფრო ადვილია, ვიდრე ცალსახად დავიცვა რომელიმე მხარე ან დავადანაშაულო.

რადგან ოჯახს ასეთი მოთხოვნა ჰქონდა, ექიმმა ასეთი შემთხვევისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თავადვე პროფესიული უფლებამოსილება შეიჩერა, რამაც ამ პროცესის მართვა გააადვილა",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე სხვადასხვა კლინიკის ექიმები გუშინ შეიკრიბნენ და რეფერალური საავადმყოფოს ექიმს ეკა ფუტკარაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, რომელმაც პროფესიული საქმიანობა ორი დღის წინ შეიჩერა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის მელანო ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს რამდენიმე დღის წინ მუცლის მწვავე ტკივილით მიმართა. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, გოგონა ექიმების რეკომენდაციით მეორე დღეს კლინიკიდან სახლში გაწერეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მელანო ფუტკარაძე მეორე დღეს კლინიკა "მედცენტრში" ოჯახის წევრებმა მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე