„ბავშვთა უფლებების კოდექსის" პროექტით, ბავშვის ოჯახიდან განრიდების გადაწყვეტილებას, სოციალური მუშაკი ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს

„ბავშვთა უფლებების კოდექსის" პროექტით, ბავშვის ოჯახიდან განრიდების გადაწყვეტილებას, სოციალური მუშაკი ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განუცხადა, არსებობს ორი ძირითადი ვერსია, პირველი - გადაწყვეტილებას მხოლოდ სასამართლო მიიღებს 24 საათის ვადაში და მეორე ვერსია, რომ თუ სოციალური მუშაკი ან პოლიციელი, ბავშვს ოჯახს ან მეურვეს განარიდებს, მათ გადაწყვეტილებაზე სასამართლო იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. კითხვაზე, რამდენად მოახერხებს სასამართლო მსგავსი საკითხის შემჭიდროებულ ვადაში განხილვას, კილაძე პასუხობს, რომ განრიდების სტატისტიკიდან გამომდინარე, აღნიშნული პრობლემას არ წარმოადგენს.

„ისეთი ხშირი შემთხვევებიც არ არის ბავშვის გამოყვანის, რომ ამას სასამართლოები ვერ აუვიდეს. გვქონდა თავდაპირველ ვერსიაში, რომ მხოლოდ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს თავიდანვე, მაგრამ შემოგვთავაზეს შუალედური ვერსია, რომ სასამართლოს ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების დადასტურების უფლება. თუ გადაუდებელი შემთხვევაა, ამ შემთხვევაში ჰქონდეს სოციალურ მუშაკს და პოლიციას, ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის უფლება, მაგრამ ამაზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იყო თუ არა ეს კანონიერი. თუმცა ეს საკითხი ჯერ მსჯელობის საგანია“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა