ჯანდაცვის სამინისტრო - სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ბენეფიციარებს სერვისები მიეწოდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მათივე ინფორმაციით, გუშინ და დღეს სააგენტოში სულ შევიდა 140 შეტყობინება, მათგან 51 იყო გადაუდებელი შემთხვევა, რაზეც რეაგირება მყისიერად მოხდა.

„შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ბენეფიციარებს სერვისები უწყვეტად მიეწოდება“, - ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სწორედ ამ თემაზე გაიმართა საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე სტატისტიკა და სამოქმედო გეგმა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა