მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის სიჩუანის უმსხვილეს ტურ-ოპერატორებს შეხვდა. ამის შესხებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ჩენგდუს მოწინავე 5 ტურისტული კომპანია საქმიანი და გასართობი ტურიზმის მიმართულებით მუშაობს. მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გეგმები და ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის პერსპექტივები განიხილეს.

სიჩუანის პროვინციის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს.სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს ჩინეთიდან საქართველოში 2017 წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 75.2%-ით გაიზარდა. 2019 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში 60.2%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა