თამარ ჩუგოშვილი - ვემზადებით ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული 6 თვისთვის, რომლის განმავლობაშიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტობა ჩვენ გვერგება

„საქართველოს 24 წელიწადში ერთხელ ხდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, ეს წელი 2019 წელია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„წელს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობის 20 წელი უსრულდება. თავად ევროპის საბჭო კი 70 წლის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით შეიქმნა. ის არის 47 ქვეყნის გაერთიანება, რომლის მთავარი მიზანი დემოკრატიის გავრცელება და ადამიანის უფლებების დაცვაა. 10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვევა სტრასბურგს და სიტყვით გამოვა საპარლამენტო ასამბლეის წინაშე.

აპრილის ბოლოს საქართველოს ეწვევა საპარლამენტო ასამბლიეს პრეზიდენტი ლილიან პასკიე და სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

ვემზადებით ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული 6 თვისთვის, რომლის განმავლობაშიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტობა ჩვენ გვერგება“, - წერს ჩუგოშვილი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს