ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, 27-30 მარტს სერბეთის რესპუბლიკას ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მაია გოიკოვიჩს შეხვდება.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტისა და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეები პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს და პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის წევრებთან ერთად, მასპინძელი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს სერბეთის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩთან, სერბეთის პატრიარქ ირინეისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ივაკა დაჩიჩთან გამართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, სერბეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმისა და საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნას დაესწრება.

ირაკლი კობახიძე დაათვალიერებს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენასაც, რომელიც სერბეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში იქნება წარმოდგენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა