ეკა ბესელია - შს სამინისტრომ უნდა თქვას, თუ ვერ იძიებს ფარული ჩანაწერების საქმეს, რა არის ამის მიზეზი?

შს სამინისტრომ აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას, თუ ვერ იძიებს აღნიშნულ საქმეს და ვერ ავლენს დამნაშავე პირებს, რა არის ამის მიზეზი? - აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების კიდევ ერთხელ გავრცელების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

ბესელიას თქმით, ერთთვიანი ვადა საკმარისია, რომ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე უწყებამ შესაბამისი პასუხი გასცეს. ბესელიას განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გეგმა და შეფასება იქნება განსხვავებული, რომელსაც საზოგადოება ვადის ამოწურვის შემდეგ გაიგებს. ამასთან, როგორც ბესელია აღნიშნავს, რომ თუ კითხვებზე პასუხს ძალოვანი უწყებები ვერ გასცემენ, პასუხისმგებლობის აღება აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე მოქმედ ხელისუფლებას მოუწევს.

„აშკარაა და ჩანს, რომ ადამიანის პირადი სივრცე არის დაუცველი. თუ ვერ იძიებენ თქვან, რატომ ვერ იძიებენ და თუ არ იძიებენ და ვერ ავლენენ დამნაშავე პირებს, რატომ?“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა