მალხაზ კობაურის დედა და დეიდა, რომლებიც მსჯავრდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდების შემდეგ შეუძლოდ გახდნენ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის დედა და დეიდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მოსამართლის მიერ კობაურისთვის უვადო პატიმრობის შეფარდების გამოცხადების შემდეგ, მსჯავრდებულის დედაც და დეიდაც შეუძლოდ გახდნენ.

გორის სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს და ორივე მათგანის გადაყვანა სამხედრო ჰოსპიტალში მოხდა.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში კობაურის ოჯახის უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4 საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება