ქუთაისში გაფიცული სოციალური მუშაკები ქალაქის მერს შეხვდნენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება.

სოცმუშაკები მესამე დღეა აქციას მართავენ. გაფიცული თანამშრომლები დღეს ქუთაისის მერს შეხვდნენ და მათი მოთხოვნები გააცნეს.

სოცმუშაკების განცხადებით, მერი მათ თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში მხოლოდ პარკირების პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

„მერმა მოისმინა ჩვენი მოთხოვნა და დახმარებას დაგვპირდა. გვითხრა, რომ პარკირების პრობლემას მოგვიგვარებს და უფასოდ შევძლებთ ავტომობილების გაჩერებას. რა ფორმით მოხდება ჯერ არ ვიცით, მაგრამ გვპირდება, რომ პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადეს სოცმუშაკებმა.

სოცმუშაკები მესამე დღეა გაფიცული არიან. გაფიცულები ხელფასების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა