ერდოღანი - აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება პასუხია ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, გოლანის მაღლობებზე კი ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა

სტამბოლში აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება ერთგვარი პასუხია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ხოლო გოლანის მაღლობებზე კი ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ აია-სოფიას. რას ნიშნავს ეს? ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. გოლანის მაღლობებს ოკუპანტ ისრაელს აძლევს. პასუხს ამაზე თურქეთიდან მიიღებთ“, - განაცხადა ერდოღანმა ტრაპიზონში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აია- სოფიას სტატუსი შეიცვლება.

აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დროს მეექვსე საუკუნეში აშენდა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრებოდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს