ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და გენადი არველაძე ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მერვე სხდომის მუშაობაში მონაწილეობენ, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში მიმდინარეობს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, კომიტეტი სხდომაზე განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას.

სხდომაზე ასევე მიღებული იქნება ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ განცხადება და რეკომენდაციები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები 28 მარტს მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მოსმენაში, რომელიც დაეთმობა საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკურ ინტეგრაციას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის მხრივ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებს. მოსმენისას ნათია თურნავა და გენადი არველაძე გააკეთებენ მოხსენებებს, რომლის შემდეგადაც უპასუხებენ კომიტეტის წევრების შეკითხვებს.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრების და ევროპარლამენტის წევრებისაგან. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. მისი მთავარი მიზანია, ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს