სამართალდამცველებმა მაღაზია „ზუმერიდან“ 25 000 ლარის ღირებულების ტელეფონების მოპარვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ამხილეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 24 მარტს რუსთავში მდებარე მაღაზია „ზუმერიდან“ 25 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს და თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ჩააბარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტექნიკა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა