დონალდ ტრამპი - რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონს გაემარჯვა

რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონს გაემარჯვა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„არავის არასოდეს გამოუჩენია რუსეთთან მიმართებაში ისეთი სიხისტე, როგორიც მე გამოვიჩინე. არავინ ახლოსაც კი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, გვსურს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვქონდეს. გვსურს კარგი ურთიერთობები ჩინეთთან. ეს გონივრულია და ეს კარგი იქნება ჩვენთვის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთს მასზე რაიმე მასალა რომ ჰქონოდა, ეს არჩევნებამდე იქნებოდა გამოქვეყნებული“.

„რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა ჰილარი კლინტონი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის საკითხების თვალსაზრისით“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა