გიორგი ტუღუში -  სუს-ის პასუხია, რომ მუშაობენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად, მაგრამ შედეგები გვაქვს ძალიან მძიმე

როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვებს, რას აკეთებს სუს-ი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად, მათი პასუხი არის, რომ მუშაობენ. შედეგები კი გვაქვს ძალიან მძიმე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშს.

ტუღუშის თქმით, მძიმე შედეგებს შორისაა საოკუპაციო რეჟიმების მიერ მოკლული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე.

"სუს-ის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ოკუპაცია და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსვამთ საკითხებს, რეალურად, რას აკეთებს უსაფრთხოების სამსახური იმისთვის, რომ ეს საფრთხეები გაანეიტრალოს, გარდა ამისა, რა კეთდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მათი პასუხი არის, რომ მუშაობენ. შედეგები კი გვაქვს საკმაოდ მძიმე, მათ შორის არის ჩვენი რამდენიმე მოკლული მოქალაქე," - განაცხადა ტუღუშმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს