„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, 16-17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, კონკურსის შედეგად, სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილის მფლობელი ნიცა სირაძე ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში მიიღებს.

საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე - „ტყუილი სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჭეშმარიტება დროს უძლებს“. წელს კონკურსში მონაწილეობა 95-მა ახალგაზრდამ მიიღო.

„განათლების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკისთვის“ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. „საქართველოს ბანკი“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აღნიშნულ კონკურსს მე-9 წელია მხარს უჭერს. მიგვაჩნია, რომ საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია ინგლისური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ სწორედ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში კიდევ ერთი ახალგაზრდა გაემგზავრება. საერთო ჯამში, 8 წლის განმავლობაში, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ლონდონში უკვე 7 ახალგაზრდა გაემგზავრა“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ახალგაზრდების საერთაშორისო ორატორთა კონკურსის ფინალი წელს ლონდონში 39-ედ იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა