ნინო ლომჯარია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და ბავშვებს შორის მომხდარ გარკვეული ტიპის ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. როგორც ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ომბუდსმენის აპარატმა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მონიტორინგი აწარმოა.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, ასეთი მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ სოციალური მუშაკები დროულ რეაგირებას ვერ ახდენენ. ამ კონტექსტში საუბრისას ლომჯარიამ სოციალური მუშაკების გაფიცვაზე და მათი პრობლემების დროულად მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა. ომბუდსმენის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკების პრობლემა დაუყოვნებლივ არ გადაწყდება, მოწყვლადი ადამიანების უფლებები საფრთხის ქვეშ დარჩება.

„მე ჩემს წარმომადგენლებს ვთხოვე გუშინ და დღეს, რომ წასულიყვნენ და ენახათ, რეალურად რა ხდება დღეს სოციალურ სამსახურებში. როგორც მოგეხსენებათ, სოციალური მუშაკები გაფიცულები არიან და მათ ფუნქციებს დროებითი მოვალეობის შემსრულებლები ასრულებენ. ჩვენი ინფორმაციით, ძირითადად, რაზეც ისინი მუშაობენ, ეს არის ახლად შემოსული ინფორმაციები და განცხადებები. ისინი არ მუშაობენ იმ საკითხებზე, რაზეც მუშაობდნენ სოციალური მუშაკები, ანუ მიმდინარე თემები, რაზეც მუშაობა იყო დაწყებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ხდება გეგმური ვიზიტები, მათ შორის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი. ეს განსაკუთრებულად, იმიტომ აღვნიშნე, რომ მინდა დავიწყო ბავშვთა უფლებების საკითხით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. ეს მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია სწორედ იმით, რომ სოციალური სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს და ვერ ახდენს იქ არსებული ვითარების მონიტორინგს. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ჯანადაცვის მინისტრსა და სამართალდამცველ ორგანოებს. ჩვენმა მიმდინარე მონიტორინგმა ცხადყო, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვებს შორის ადგილი აქვს ძალადობას. ჩვენ დავაფიქსირეთ, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც. ძალიან საგანგაშო ფაქტებია, რაზეც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სიგნალები უკვე არსებობდა, სამწუხაროდ, არც სოციალური მუშაკების და არც იქ დასაქმებული ზედამხედველი პირების მხრიდან დროული რეაგირება, პრევენცია და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა. ეს ნამდვილად საგანგაშო შემთხვევებია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე