პრემიერ-მინისტრს მივმართე საჯაროდ, მივმართე არაფორმალურად, თხოვნით, ხვეწნით, ძალიან გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ სამსახურის გაფიცვა არის კატასტროფა. რა მივიღეთ შედეგად?! შედეგად მივიღეთ, რომ ჩვენ რამდენიმე დღეა გვესმის ჯანდაცვის სამინისტროსგან ერთი საშიში ტყუილი, რომ პრობლემა არ არსებობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სოციალური მუშაკების მოთხოვნებთან დაკავშირებით განაცხადა.
ელენე ხოშტარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს მიმართა, რომ პარლამენტმა ამ ვითარებას შეხედოს როგორც საგანგაშოს.
„ომბუდსმენმა ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა, რომ სხვადასხვა სოცჯგუფის პრობლემები პირდაპირ არის მიბმული სოციალურ მუშაკებზე. მერამდენე კვირაა ამ საკთხზე ვსაუბრობთ პარლამენტში. მოვიყვანეთ ჯანდაცვის მინისტრი, მოვიდნენ ეს სოციალური მუშაკები. იმასაც ვიტყვი, რომ კონსტრუქციული იყო ეს შეხვედრა და მცდელობა გვქონდა არა ბრალეულობის მოძებნის, არამედ, გამოსავლის პოვნის. კმაყოფილებიც კი წავიდნენ აქედან სოციალური მუშაკები და მერე აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
პრემიერ-მინისტრს მივმართე საჯაროდ, მივმართე არაფორმალურად, თხოვნით ხვეწნით, ძალიან გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ სამსახურის გაფიცვა არის კატასტროფა. რა მივიღეთ შედეგად? შედეგად მივიღეთ, რომ ჩვენ რამდენიმე დღეა გვესმის ჯანდაცვის სამინისტროსგან ერთი საშიში ტყუილი, აქ ტყუილში გამოჭერაზეც არ არის, რომ თურმე პრობლემა, არანაირი შეფერხება არ არის და ბუღალტრები და იურისტები ასრულებენ იგივე მოვალეობას. ომბუდსმენმა დადასტურებულად ისაუბრა, საქმის რა ნაწილს აკეთებენ და ისიც დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. რატომ ვიტყუებთ თავს? კიდევ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი გამოვიდა და საერთოდ შევუჩერებთ უფლებამოსილებასო, რატომ ხალხო, ეს ადამიანები თავისი კეთილდღეობისთვის არ იბრძვიან. ამბობენ, რომ უბრალოდ დამეღუპება ბავშვი ვერ მივხედავ. ისევ და ისევ ომბუდსმენმა ისაუბრა, თუ რა საქმეს ვერ აკეთებენ ამ რესურსების, პროფესიონალიზმის და სხვადასხვა რამის სიმწირის გამო“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მანვე ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემაზეც ისაუბრა.
„ეს ხომ არ არის მოგონილი პრობლემა. ისინი ხომ არ ამბობენ, რომ ჯიპები მომეცით და ვიგრიალოო ქალაქში. არა, ისინი ამბობენ, რომ ღამის სამ საათზე რომ გამომიძახებენ, როგორ მივიყვანო ავტობუსით ფიზიკურად ეს ავტობუსი არ არსებობს. მე ისეთი განცდა მრჩება, რომ მოვდივართ ყოველ დილით, ვიწყებთ ამ სოციალურ მუშაკებზე ლპარაკს, ვლაპარაკობთ და თითქოს სოციალური მუშაკები არ არსებობენ. ძალიან გთხოვთ შევხედოთ ამ ვითარებას როგორც საგანგაშოს და იქნებ მოაგვაროთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.