მამუკა ბახტაძე - სოციალური პოლიტიკა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია

სოციალური პოლიტიკა არის ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ წლიდან წლამდე ვცდილობთ, რომ ჩვენი სოციალური სერვისები გავზარდოთ და შესაბამისად, ამ ადამიანების სამუშაო გრაფიკიც უფრო და უფრო რთული ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

პრემიერი სოციალური მუშაკების პრობლემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების სამუშაო გრაფიკი საკმაოდ მძიმეა.

„პირველ რიგში, მსურს დავაფიქსირო ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეული მათგანის მიმართ. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული პროფესია, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს და ამავე დროს, სერიოზულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

კიდევ ერთხელ მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ იმ შრომისთვის, რასაც ისინი წლების განმავლობაში სწევენ. მინისტრმა, დავით სერგეენკომ წარმოადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაობის სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას, მათ ხელშეწყობას. ამ გეგმის ნაწილი უკვე განხორციელებულია. თქვენ იცით, რომ ჩვენ შესაბამისი, ახალი კანონიც მივიღეთ, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოში სოციალურ პოლიტიკას. იცით, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს სამინისტროსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შორის. ამავე დროს ჩვენ უზრუნველვყავით, რომ სოციალური სერვისების მიწოდების წყვეტა არ მომხდარიყო, ვინაიდან ამით სარგებლობს საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე. ეს არის ძალიან ფაქიზი, მგრძნობიარე თემა. შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს“, - განაცხადა ბახტაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა