გიგი წერეთელი ლუქსემბურგის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ლუქსემბურგის სახელმწიფოს მეთაურთან, დიდ ჰერცოგ ჰენრისთან, პრემიერ- მინისტრ, ქსავიერ ბეტელთან, დეპუტატთა პალატის სპიკერ, ფერნანდ ეტიენთან, საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან ასელბორნთან გამართულ შეხვედრებზე გიგი წერეთელმა ეუთო-ს საქმიანობაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის პროცესში ეროვნული პარლამენტების როლსა და ჩართულობაზე ისაუბრა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას ყურადღება უკრაინის კონფლიქტსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე გრძელდება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ეთნიკურად ქართველო მოსახლეობის უფლებების შეზღუდვის და დარღვევის ფაქტები. გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ცოტა ხნის წინ, ოკუპირებულ გალის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საქმის ობიექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების მკაცრად დასჯის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიგი წერეთელი ლუქსემბურგის პარლამენტში საგარეო და ევროპულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც გამოვიდა სიტყვით, სადაც ზემოაღნიშნულ საკითხებზე უფრო დეტალურად ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელმა პარლამეტის სპიკერთან ერთად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ლუქსემბურგში გამართვასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. რიგით 28-ე ყოველწლიური შეკრება, 4-8 ივლისს, ლუქსემბურგის დედაქალაქში გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა