პროფკავშირების გაერთიანება გენდერულ საკითხებზე მომზადებული რეკომენდაციების  პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გენდერულ საკითხებზე მომზადებული რეკომენდაციების პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფართო განხილვა 29 მარტს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართება. რეკომენდაციები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქალთა შრომითი უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს შეეხება.

„პრეზენტაციას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია მიმართავენ. მოსაზრებებს გამოთქვამენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და USAID-PROLoG პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ბრაიან ლედუკი.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის სრულყოფისთვის პროფკავშირების რეკომენდაციებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი წარმოადგენს. პოზიციებს დააფიქსირებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „გამჭვირვალობა- საქართველოს“ წარმომადგენლები. კონფერენცია 11:00 საათზე გაიხსნება, საპრეზენტაციო საკითხის გარდა განსახილველ თემებს შორისა: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები - შრომით ურთიერთობებეში თანაბარი მოპყრობის შესახებ და სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები; საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები, საკონსტიტუციო სარჩელები საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ხარვეზებთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ.

ღონისძიება ტარდება პროექტის “ქალთა ხელმისაწვდომობა მართლსაჯულებაზე შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად” ფარგლებში. ღონისძიების მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და EWMI/PROLoG მეშვეობით იქნა გაწეული. ღონისძიების შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და ის შესაძლოა არ ასახავდეს EWMI, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ან აშშ მთავრობის შეხედულებებს“, - აღნიშნულია პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი