სოფო კილაძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვა ისე დასრულდეს, როგორც ეს ორივე მხარის ინტერესშია

დიდი იმედი მაქვს და ჩანს იმის ნიშნები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა, კონსენსუსს მიაღწიონ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, სოციალური მუშაკის პროფესია უმნიშვნელოვანესი პროფესიაა და სწორედ ამიტომ მოხდა გასულ წელს „სოციალური მუშაობის შესახებ" ახალი კანონის მიღება.

„კანონში აბსოლუტურად ყველა ის გარანტიაა გათვალისწინებული, მათ შორის ხელფასების მომატება, რომელსაც დღესდღეობით სოციალური მუშაკები ითხოვენ. ჩვენ ამ პროცესს წელს ვამზადებთ და მომავალი წლიდან მის შესრულებას უკვე ვიწყებთ.

დღეს უწყებების მოსმენა გვექნება იმის შესახებ, ამ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები როგორ მიმდინარეობს. კონკრეტულმა უწყებამ რა ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ეს კანონი აღსრულდეს.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გაფიცვა დროულად დასრულდეს და ისე დასრულდეს, როგორც ეს ორივე მხარის ინტერესშია“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

იხილეთ ვიდეო:

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა