დევნილების ნაწილმა პარლამენტის წინ აქცია გამართა

დევნილების ნაწილმა პარლამენტის წინ აქცია გამართა. ისინი სახელმწიფოს ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.

როგორც ერთ-ერთმა დევნილმა ფიქრია ცალანმა ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკვე 26 წელია ითხოვენ საცხოვრებელ ფართებს და რამდენიმე მინისტრთან შეხვედრის მიუხედავად, მათ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღეს.

,,26 წელი ველოდებით ჩვენს კუთვნილ ფართებს. ვითხოვთ მინიჭებული ქულების გაუქმებას, რადაგან მას არ ვეთანხმებით. რამდენიმე მინისტრთან შეხვედრა გვქონდა, მაგრამ უშედეგოდ! ვერ მივიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხი. ამ აქციებს იქამდე არ შევწყვეტთ, ვიდრე ფართებით არ დაგვაკმაყოფილებენ. ჩვენ არ ვართ პოლიტიკურად მართული, არ გვაინტერესებს არანაირი პოლიტიკური ძალა. ჩვენი აქცია მხოლოდ გაჭირვებული, უსახლკარო დევნილების აქციაა“, - განაცხადა ფიქრია ცალანმა.

იხილეთ ვიდეო:

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა