ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საბჭოს სხდომა გაიმართა

საკრედიტო - საგარანტიო სქემა ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო კერძო სექტორის განვითარების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთანაა შექმნილი და მას მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ საკრედიტო - საგარანტიო სქემა 2019 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება და გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის. მისი შეფასებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება დამატებით ბიძგს მისცემს საშუალო და მცირე ბიზნესის სწრაფ განვითარებას.

სამინისტროს ცნობით, ინფორმაციამ საკრედიტო - საგარანტიო სქემის შესახებ საბჭოს წევრების დიდი ინტერესი გამოიწვია.

საბჭოს შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ბიზნესრეესტრის ელექტრონული სერვისებისა და საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის თაობაზე. აგრეთვე გაიმართა მსჯელობა კერძო სექტორის მხრიდან დასმულ საკითხებთან დაკავშირებით.

უწყების ინფორმაციით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანია, კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა