ომბუდსმენის წარმომადგენელი - 2018 წელს ბავშვთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის 331 და ოჯახური ძალადობის 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

2018 წელს ბავშვთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის 331 და ოჯახური ძალადობის 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მარიამ ბოჭორიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის თქმით, სოციალურ მუშაკთა გაფიცვის პერიოდში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით წარმოება შეჩერებულია და რეაგირება მხოლოდ ახალ საქმეებთან დაკავშირებით ხდება.

„2018 წელს ბავშვთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის 331 და ოჯახური ძალადობის 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 800- მდე ბავშვი გვყავს სახელმწიფო მზრუნველობაში და ყველა ამ კატეგორიასთან სოციალურ მუშაკს შიშველი ხელებით და მინიმალური რესურსით უწევს მუშაობა. ძალიან ხშირად, ძალადობის ფაქტებზე ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის დროს საჭიროა დროული რეაგირება. როდესაც ძალადობის დროს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა ხდება, არის შემთხვევები სოციალური მუშაკიც ძალადობის მსხვერპლი ხდება. შევიმუშაოთ მინიმალური რეგულაციები, რომ ამ მუშაკების უსაფრთხოება და ფიზიკური ძალადობისგან დაცვა უზრუნველვყოთ.

გუშინ იყო საუბარი იმაზე, რომ გაფიცვის პერიოდში შეჩერებულია უკვე არსებულ საქმეებთან დაკავშირებით წარმოება და რეაგირება ხდება ახალ საქმეებთან დაკავშირებით. ესეც პრობლემაა იმიტომ, რომ ის ბავშვები, რომლებიც უკვე ჩართულები იყვნენ სახელწმიფო ზრუნვასა და სხვა სახელწმიფო სერვისებში, იქ გეგმური ვიზიტები და მონიტორინგი შეჩერებულია,“ - განაცხადა მარიამ ბოჭორიშვილმა.

დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მიერ მიღებული “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შესაბამისმა უწყებებმა ანგარიში წარადგინეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი