თედო ისაკაძე - ტაქსების თეთრად შეღებვა ახირება არ არის, თეთრ ფერზე რეკლამა კარგად ჩანს, რაც მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება

„ტაქსების თეთრი ფერი არ არის ახირება. თეთრი არის ის ფერი, რომელზეც რეკლამა კარგად ჩანს და ეს ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება,“ - ამის შესახებ სატრანსპორტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ისაკაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მან ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ გულის სიღრმეში ისინიც ხვდებიან, რომ ეს რეფორმა გასატარებელი და სწორი იყო.

თედო ისაკაძემ მადლობა გადაუხადა ქალაქის მერს, რომ პრინციპულობა და შესაბამისი პოლიტიკური ნება გამოიჩინა ამ საკითხში.

„რაც შეეხება იმას, რომ ტაქსის მძღოლებს გადასახადები ემატებათ, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. პირიქით, ჩვენ ტაქსის მძღოლებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათებზე ვსაუბრობთ. კონკრეტულად მათთვის უფასო გაჩერებები გაკეთდება და მანქანების გადაღებვასაც უფასოდ შეძლებენ. რაც შეეხება ტაქსების ფერს, ტრანსპორტი არის ამა თუ იმ ქალაქის სავიზიტო ბარათი. ოპოზიცია ამბობს, რომ თეთრი ფერი ახირებაა. ასეთივე წარმატებით შეიძლება პრეტენზიები გქონდეს ყველა ფერთან დაკავშირებით. ეს არ არის ახირება, თეთრი არის ის ფერი, რომელზეც რეკლამა კარგად ჩანს და ეს ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება,“- განაცხადა თედო ისაკაძემ.

საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დასძინა, რომ ოპოზიცია ყველა გადაწყვეტილების დროს განაწყენებულ სეგმენტზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, ტაქსების რეფორმას გაცილებით მეტი მხარდამჭერი და კმაყოფილი მოქალაქე ჰყავს, ვიდრე უკმაყოფილო.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა