თემთა პალატამ „ბრექსითის“ შეთანხმება მესამედ ჩააგდო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მესამედ ჩააგდო ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირთან შეათანხმა.

შეთანხმებას მხარი დაუჭირა 286-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 344 დეპუტატი.

წინა ორი კენჭისყრისგან განსხვავებით, დეპუტატები დღეს ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ მხოლოდ „ბრექსითის“ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოქალაქეების უფლებები და სადავო ირლანდიური „ბექსტოპი“.

დღევანდელ კენჭისყრაზე გამოტანილი არ ყოფილა დეკლარაცია, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობას.

დღევანდელ კენჭისყრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დიდი ბრიტანეთის გეგმისთვის, რომელიც „ბრექსითის“ 22 მაისამდე გადავადებას ითვალისწინებს.

ცნობილია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მანამდე თანხმობა განაცხადეს „ბრექსითის“ პროცესის გახანგრძლივებაზე იმ პირობით, რომ თემთა პალატა გასვლის შესახებ შეთანხმებას მიიღებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა