„ბლუმბერგი“ - თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ნევროპარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ გამოყენებას უკავშირდება. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე განახორციელეს სანქციები და ახლა თეთრი სახლის მიერ ელოდებიან ახალი სანქციების დამტკიცებას.

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 2018 წლის მარტში გრუ-ს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს. მომხდარმა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ლონდონმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა, რაც მოსკოვმა კატეგორიულად უარყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა