ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. ამ კონტექსტში, აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გააქტიურებას ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთს შორის ჩამოყალიბებული ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც მიმდინარე წლის ზაფხულში, თბილისში გაიმართება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნესფორუმი, რომელიც დღეს გაიხსნება.

„სერბეთის პრემიერმინისტრთან ჩვენი თანამშრომლობის ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებაზე ვისაუბრეთ. აღინიშნა, რომ არის სერიოზული პერსპექტივა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით და ამაზე საჭიროა აქტიური მუშაობა. დღეს ვხსნით პირველ ბიზნესფორუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების განვითარებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: გოგა გულორდავა, გიორგი თოთლაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა